
რიცხვთა 20:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
რიცხვთა 20:9 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 20:9 კონტექსტში
20:7ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა:
20:8აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელ საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
20:9აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
20:10შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
20:11აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 20:9
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 20
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში