
რიცხვთა 21:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.
რიცხვთა 21:20 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 21:20 კონტექსტში
21:18ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.
21:19მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში.
21:20ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.
21:21გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:
21:22გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 21:20
- რიცხვთა 23:28აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებდა.
- რიცხვთა 23:14წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
- რიცხვთა 26:63ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
- მეორე სთვლისაება 1:5იორდანეს გაღმა მოაბის მხარეში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
- მეორე სთვლისაება 34:1ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,
- მეორე სთვლისაება 4:49მთელი ყარაბა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას.
- რიცხვთა 33:49დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე.
- რიცხვთა 33:50ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად:
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 21
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში