
რიცხვთა 21:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).
რიცხვთა 21:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 21:3 კონტექსტში
21:1გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
21:2აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.
21:3უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).
21:4დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
21:5საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 21:3
- რიცხვთა 14:45დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
- მეორე სთვლისაება 1:44გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები და დაგესიენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
- მეფეთა ა 30:30ხებრონში რომ არიან, და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ.
- ფსალმუნები 10:17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- ფსალმუნები 102:17მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 21
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში