გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 22:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 22:16

მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე.

რიცხვთა 22:16 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 22:16 კონტექსტში

22:14ადგნენ მოაბის თავკაცები და დაბრუნდნენ მოაბთან, უთხრეს: არ მოინდომა ბალაამმა ჩვენთან წამოსვლა.

22:15ისევ გააგზავნა ბალაკმა თავკაცები, მათზე უფრო დიდებულნი და პატივსაცემნი.

22:16მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე.

22:17რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.

22:18მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 22

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში