
რიცხვთა 23:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.
რიცხვთა 23:16 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:16 კონტექსტში
23:14წაიყვანა იგი მოთვალთვალეთა ადგილსამყოფელში, ფისგას წვერზე, ააგო შვიდი სამსხვერპლო და აღავლინა თითო ხბო და თითო ცხვარი თითოეულ სამსხვერპლოზე.
23:15უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი აქ შენს მსხვერპლს, მე კი იქ წავალ შესახვედრად.
23:16შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.
23:17მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა?
23:18წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ!
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:16
- რიცხვთა 23:5ჩაუდო უფალმა სიტყვა ბალაამს ბაგეში და უთხრა: დაბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპარაკე.
- რიცხვთა 22:35უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.
- რიცხვთა 24:1დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში