
რიცხვთა 23:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი.
რიცხვთა 23:27 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:27 კონტექსტში
23:25უთხრა ბალაკმა ბალაამს: ნურც შეაჩვენებ მას და ნურც დალოცავ.
23:26მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: ხომ გითხარი, რასაც უფალი მეტყვის, იმას ვიზამ-მეთქი?
23:27უთხრა ბალაკმა ბალაამს: წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა, რომ იქიდან დამიწყევლო იგი.
23:28აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეგორის თავზე, რომელიც უდაბნოს გადაჰყურებდა.
23:29უთხრა ბალაამმა ბალაკს: ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:27
- რომაელთა მიმართ 11:29რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა.
- იგავესნი 21:30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
- ესაია 46:10დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
- ესაია 46:11გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ.
- რიცხვთა 23:13უთხრა მას ბალაკმა: წამომყევი სხვა ადგილას, საიდანაც დაინახავ მას, ოღონდ მის ნაწილს დაინახავ, მთელ კი - ვერა. იქიდან დამიწყევლე ის.
- იგავესნი 19:21მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.
- იობი 23:13ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.
- ესაია 14:27ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში