
რიცხვთა 24:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;
რიცხვთა 24:15 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 24:15 კონტექსტში
24:13თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
24:14ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.
24:15და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;
24:16ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
24:17ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელ მოდგმას.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 24:15
- რიცხვთა 23:7წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი, შემიჩვენე ისრაელი.
- რიცხვთა 24:3წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
- რიცხვთა 24:4ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
- იობი 27:1განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
- რიცხვთა 23:18წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ!
- მათეს სახარება 13:35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 24
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში