
რიცხვთა 25:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 25:10 კონტექსტში
25:8შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.
25:9გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
25:10ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
25:11ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემ გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 25
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში