
რიცხვთა 27:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის.
რიცხვთა 27:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 27:4 კონტექსტში
27:2და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელ საზოგადოებას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს:
27:3მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია.
27:4რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 27:4
- იესო ნავეს ძე 17:4ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.
- ფსალმუნები 109:13გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
- გამოსვლა 32:11ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
- იგავესნი 13:9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 27
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში