
რიცხვთა 28:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
რიცხვთა 28:25 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 28:25 კონტექსტში
28:23გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი.
28:24ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი მსხვერპლისა.
28:25მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
28:26პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
28:27შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 28:25
- ლევიანი 23:8შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
- გამოსვლა 13:6შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
- რიცხვთა 28:18პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ.
- გამოსვლა 12:16პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
- ლევიანი 23:35პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
- ლევიანი 23:36შვიდი დღის განმავლობაში შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
- რიცხვთა 29:1მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.
- ლევიანი 23:25არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 28
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში