
რიცხვთა 28:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.
რიცხვთა 28:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 28:3 კონტექსტში
28:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
28:2უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება.
28:3უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.
28:4ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე.
28:5საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 28:3
- ლევიანი 6:9უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ.
- დანიელი 12:11მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:19არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:20ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
- იოანე 1:29მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
- დანიელი 8:13გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული?
- ეზექიელი 46:13წელგამოვლი კი საღი ბატკანი შესწირე ყოველდღიურად უფალს აღსავლენად; ყოველ დილას შესწირე.
- ეზექიელი 46:15გაამზადონ ბატკანი, ძღვენი და ზეთი დილაობით მუდმივი აღსავლენისთვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 28
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში