
რიცხვთა 29:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
რიცხვთა 29:18 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 29:18 კონტექსტში
29:16ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
29:17მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
29:18ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
29:19ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა.
29:20მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 29:18
- რიცხვთა 28:7საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე.
- რიცხვთა 28:14მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს.
- რიცხვთა 15:4შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი
- რიცხვთა 15:12რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
- რიცხვთა 29:9მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე,
- რიცხვთა 29:10ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან.
- რიცხვთა 29:3და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე,
- რიცხვთა 29:4ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 29
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში