
რიცხვთა 3:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი.
რიცხვთა 3:34 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 3:34 კონტექსტში
3:32ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა.
3:33მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულობები.
3:34რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი.
3:35მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს.
3:36მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 3:34
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 3
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში