
რიცხვთა 3:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან.
რიცხვთა 3:9 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 3:9 კონტექსტში
3:7შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
3:8დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
3:9ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან.
3:10დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 3:9
- რიცხვთა 8:19ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.
- რიცხვთა 18:6აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.
- რიცხვთა 18:7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
- ეფესელთა მიმართ 4:8ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
- ეფესელთა მიმართ 4:11მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 3
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში