
რიცხვთა 30:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,
რიცხვთა 30:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 30:3 კონტექსტში
30:1ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს: აჰა, რაც ბრძანა უფალმა:
30:2ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.
30:3თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,
30:4მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა.
30:5თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არცერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 30
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში