
რიცხვთა 32:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.
რიცხვთა 32:12 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 32:12 კონტექსტში
32:10აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან:
32:11აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,
32:12გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.
32:13აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
32:14აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 32:12
- მეორე სთვლისაება 1:36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
- რიცხვთა 14:30ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
- რიცხვთა 14:24მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
- იესო ნავეს ძე 14:8ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
- იესო ნავეს ძე 14:9ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
- რიცხვთა 26:65რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. თავი ოცდამეშვიდე
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 32
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში