
რიცხვთა 32:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.
რიცხვთა 32:31 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 32:31 კონტექსტში
32:29უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენ წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.
32:30თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენ შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.
32:31პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.
32:32ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.
32:33და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 32
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში