
რიცხვთა 34:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
რიცხვთა 34:13 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 34:13 კონტექსტში
34:11შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
34:12ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.
34:13ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
34:14რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი.
34:15ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 34:13
- იესო ნავეს ძე 14:1ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.
- იესო ნავეს ძე 14:5როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა.
- რიცხვთა 34:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 34
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში