
რიცხვთა 4:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ.
რიცხვთა 4:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 4:10 კონტექსტში
4:8გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
4:9აიღებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იყენებენ.
4:10გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ.
4:11ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
4:12აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 4:10
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 4
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში