
რიცხვთა 5:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
რიცხვთა 5:6 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 5:6 კონტექსტში
5:4ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
5:6უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
5:7აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
5:8თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 5:6
- ლევიანი 5:1კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.
- ლევიანი 5:4თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში.
- ლევიანი 5:14ასე უთხრა უფალმა მოსეს:
- ლევიანი 6:7გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 5
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში