გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 6:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 6:19

აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას.

რიცხვთა 6:19 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 6:19 კონტექსტში

6:17ხოლო ჭედილას გაამზადებს სამადლობელ, მსხვერპლად უფლისათვის ერთი კალათა ხმიადითურთ და გაამზადებს მღვდელი მათ ძღვენს და საღვრელს.

6:18გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის.

6:19აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას.

6:20შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა.

6:21ეს არის რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო, და მისი შესაწირავისა უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება. რა აღთქმაც აქვს დადებული, უნდა შეასრულოს მოწმიდარობის რჯულს ზევით.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 6:19

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 6

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში