
რიცხვთა 6:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
რიცხვთა 6:7 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 6:7 კონტექსტში
6:5მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.
6:6უფლის მოწმიდარობის მთელს დროს მკვდარს არ უნდა მიეკაროს.
6:7არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
6:8თავისი მოწმიდარობის მთელ დროს უფლის წმიდაა ის.
6:9თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 6:7
- რიცხვთა 9:6იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს.
- ლევიანი 21:1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
- ლევიანი 21:2თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა,
- ლევიანი 21:10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
- ლევიანი 21:12საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.
- ეზექიელი 44:25მკვდარ კაცს არ უნდა მიეკარონ, რათა არ გაუწმიდურდნენ; მამისა, დედისა, ძისა, ასულისა, ძმისა და გაუთხოვარი დის გამო შეუძლიათ გაუწმიდურდნენ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 6
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში