
რიცხვთა 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
რიცხვთა 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 7:19 კონტექსტში
7:17და სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა და ხუთი ბოტი და ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნახშონ ყამინადაბის ძის შესაწირავი.
7:18მეორე დღეს მიიტანა ნათანიელ ცუარის ძემ, ისაქარის თავკაცმა;
7:19მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
7:20ერთი ოქროს თასი, ათშეკელიან საკმევლით სავსე.
7:21ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 7
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში