
რიცხვთა 8:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
რიცხვთა 8:11 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 8:11 კონტექსტში
8:9მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
8:10მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.
8:11ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
8:12ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.
8:13დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;
პარალელური ადგილები: რიცხვთა 8:11
- ლევიანი 7:30საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
- გამოსვლა 29:24დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.
- რიცხვთა 6:20შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა.
- რიცხვთა 3:5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
- რიცხვთა 3:43ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი.
- ლევიანი 8:29აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ლევიანი 8:27ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.
- რიცხვთა 1:49ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში