
რიცხვთა 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
რიცხვთა 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 9:17 კონტექსტში
9:15სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე.
9:16ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა ღამით.
9:17როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
9:18უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის განმავლობაში, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი.
9:19თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 9:17
- გამოსვლა 40:36როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.
- ფსალმუნები 32:8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
- რიცხვთა 10:33იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
- რიცხვთა 10:34უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ.
- ფსალმუნები 73:24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
- იოანე 10:3მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
- იოანე 10:5უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 9
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში