
რიცხვთა 9:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი.
რიცხვთა 9:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 9:3 კონტექსტში
9:1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა:
9:2მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს.
9:3ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი.
9:4ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი.
9:5დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 9:3
- გამოსვლა 12:6ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
- გამოსვლა 12:11ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
- ლევიანი 23:5პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია.
- რიცხვთა 9:11მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.
- რიცხვთა 9:12ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი.
- ებრაელთა მიმართ 9:26თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.
- ნეშტთა შორისა ბ 30:15დაკლეს პასექი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, გაინათლნენ და აღსავლენი მიიტანეს უფლის სახლში.
- ნეშტთა შორისა ბ 30:2გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 9
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში