
რიცხვთა 9:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი.
რიცხვთა 9:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 9:8 კონტექსტში
9:6იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს.
9:7უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს ისრაელიანებთან ერთად?
9:8უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი.
9:10ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენ შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 9:8
- რიცხვთა 27:5უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი.
- ფსალმუნები 85:8მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- იგავესნი 3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
- ფსალმუნები 25:14საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 11:23რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,
- კორინთელთა მიმართ ა 4:4რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
- გამოსვლა 14:13უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 9
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში