
აბდია 1:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლის იქნება სასუფეველი.
აბდია 1:21 · საქართველოს საპატრიარქო
აბდია 1:21 კონტექსტში
1:19სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი - ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი - გალაადს.
1:20ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.
1:21ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლის იქნება სასუფეველი.
პარალელური ადგილები: აბდია 1:21
- გამოცხადება 11:15მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
- ზაქარია 14:9იქნება უფალი მეფედ მთელ ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება.
- იაკობის ეპისტოლე 5:20იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.
- დანიელი 7:27მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.
- ფსალმუნები 22:28რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:16გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
- ლუკას სახარება 22:30რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
- კორინთელთა მიმართ ა 6:2ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენ მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?
განაგრძე კითხვა: აბდია 1
სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში