გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

აბდია 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

აბდია 1:9

შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.

აბდია 1:9 · საქართველოს საპატრიარქო

აბდია 1:9 კონტექსტში

1:7საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში).

1:8განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, ამბობს უფალი, როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას ესავის მთაზე?

1:9შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.

1:10იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას. იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები.

1:11იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხოთესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანი იყავი!

პარალელური ადგილები: აბდია 1:9

განაგრძე კითხვა: აბდია 1

სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში