
იგავესნი 10:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
იგავესნი 10:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 10:22 კონტექსტში
10:20მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
10:21მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
10:22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
10:23უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
10:24რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 10:22
- ფსალმუნები 107:38აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
- შესაქმე 26:12დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
- მეფეთა ა 2:7უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს.
- მეფეთა ა 2:8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
- შესაქმე 24:35დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
- შესაქმე 12:2გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
- ფსალმუნები 37:22რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
- მეორე სთვლისაება 8:17რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 10
სრულად წაიკითხე: იგავესნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში