
იგავესნი 10:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
იგავესნი 10:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 10:8 კონტექსტში
10:6მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
10:7კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
10:8გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
10:9უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
10:10თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 10:8
- მათეს სახარება 7:24ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
- მათეს სახარება 7:25მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
- იგავესნი 12:1ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
- იგავესნი 18:7ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
- იგავესნი 9:9მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
- იგავესნი 1:5გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 10
სრულად წაიკითხე: იგავესნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში