
იგავესნი 13:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
იგავესნი 13:3 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 13:3 კონტექსტში
13:1ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.
13:2კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.
13:3პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
13:5მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 13:3
- იგავესნი 21:23საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს.
- იგავესნი 18:21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
- იგავესნი 18:7ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
- იაკობის ეპისტოლე 3:2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
- იაკობის ეპისტოლე 3:12განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი.
- ფსალმუნები 39:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემ პირდაპირ.
- იგავესნი 10:19ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
- მათეს სახარება 12:36ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 13
სრულად წაიკითხე: იგავესნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში