
იგავესნი 15:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
იგავესნი 15:25 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:25 კონტექსტში
15:23კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
15:24ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.
15:25ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
15:26უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.
15:27მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:25
- ფსალმუნები 146:9უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.
- ფსალმუნები 68:5მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
- ფსალმუნები 68:6ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
- იგავესნი 12:7ბოროტეულნი დაემხობიან და გაქრებიან, მართალთა სახლი კი მტკიცედ დგას.
- იგავესნი 23:10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
- იგავესნი 14:11ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
- მეორე სთვლისაება 10:17რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
- მეორე სთვლისაება 10:18იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში