
იგავესნი 20:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
იგავესნი 20:18 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 20:18 კონტექსტში
20:16აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.
20:17სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი.
20:18გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
20:19ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
პარალელური ადგილები: იგავესნი 20:18
- იგავესნი 24:6თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.
- იგავესნი 15:22თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
- ლუკას სახარება 14:31ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
- იგავესნი 11:14თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება.
- მსაჯულნი 1:1იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?
- მსაჯულნი 1:2თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.
- მსაჯულნი 20:18ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.
- მსაჯულნი 20:7აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 20
სრულად წაიკითხე: იგავესნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში