
იგავესნი 25:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
იგავესნი 25:15 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 25:15 კონტექსტში
25:13თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.
25:14რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.
25:15მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
25:16თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.
25:17მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 25:15
- იგავესნი 15:1მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
- ეკლესიასტე 10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
- იგავესნი 16:14მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას.
- მეფეთა ა 25:24ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.
- მეფეთა ა 25:44მივიდნენ ზიფიელები საულთან გიბყაში და უთხრეს: არ იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?
- მეფეთა ა 25:14ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
- შესაქმე 32:4დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე.
- შესაქმე 32:21ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 25
სრულად წაიკითხე: იგავესნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში