
იგავესნი 25:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.
იგავესნი 25:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 25:20 კონტექსტში
25:18ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.
25:19ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.
25:20გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.
25:21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
25:22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 25:20
- რომაელთა მიმართ 12:15ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
- ეკლესიასტე 3:4ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
- ესაია 58:7რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
- იაკობის ეპისტოლე 2:15თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
- იაკობის ეპისტოლე 2:16ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?
- დანიელი 6:18მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია.
- მეორე სთვლისაება 24:12თუ ღარიბი კაცია, ღამე არ დაიტოვო მისი წინდი.
- მეორე სთვლისაება 24:17ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 25
სრულად წაიკითხე: იგავესნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში