
იგავესნი 26:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.
იგავესნი 26:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:27 კონტექსტში
26:25ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.
26:26ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.
26:27ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.
26:28კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:27
- იგავესნი 28:10ვინც წრფელებს აცდუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
- ფსალმუნები 9:15ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
- ფსალმუნები 7:15ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- ფსალმუნები 10:2რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
- ეკლესიასტე 10:8ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს გველი დაშხამავს.
- ფსალმუნები 57:6ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა.
- ესთერი 7:10ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში