
იგავესნი 28:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.
იგავესნი 28:14 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:14 კონტექსტში
28:12მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
28:14ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.
28:15რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.
28:16უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:14
- იგავესნი 23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
- ფსალმუნები 2:11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
- ესაია 66:2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:17თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.
- იერემია 32:40დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.
- რომაელთა მიმართ 11:20კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
- ფსალმუნები 95:8ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;
- იგავესნი 29:1მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში