
იგავესნი 28:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
იგავესნი 28:2 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:2 კონტექსტში
28:1ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
28:2ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
28:3რაღა მდაბიორი, ღარიბ-ღატაკებს რომ ავიწროვებს, და რაღა თავსხმა წვიმა, პური რომ არ მოჰყავს.
28:4რჯულის გამტეხნი ბოროტეულს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ეწინააღმდეგებიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:2
- შესაქმე 45:5ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.
- შესაქმე 45:8თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
- იობი 22:28რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.
- იობი 22:30ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.
- ეკლესიასტე 9:15აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
- ესაია 3:1რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;
- ესაია 3:7დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.
- ესაია 58:12აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში