
იგავესნი 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის.
იგავესნი 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:9 კონტექსტში
29:7მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.
29:8გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.
29:9ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის.
29:10სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.
29:11ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:9
- იგავესნი 26:4ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
- ეკლესიასტე 10:13მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.
- მათეს სახარება 7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
- მათეს სახარება 11:17და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
- მათეს სახარება 11:19მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში