
იგავესნი 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
იგავესნი 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 3:4 კონტექსტში
3:2დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3:3მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
3:4წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:4
- ლუკას სახარება 2:52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
- მეფეთა ა 2:26ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში.
- რომაელთა მიმართ 14:18ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
- შესაქმე 39:2უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
- შესაქმე 39:4ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
- შესაქმე 39:21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- მოციქულთა საქმენი 2:47ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში