
იგავესნი 30:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან.
იგავესნი 30:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:27 კონტექსტში
30:25ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ;
30:26კურდღლები მაგრები არ არიან და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ;
30:27კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:27
- იოელი 2:7ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
- იოელი 2:11უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე. რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
- ფსალმუნები 105:34თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
- იოელი 1:6რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.
- იოელი 1:7გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
- გამოსვლა 10:4თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.
- გამოსვლა 10:6აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან.
- იოელი 2:25აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში