
ფსალმუნი 105:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
ფსალმუნი 105:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:15 კონტექსტში
105:13იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
105:14არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
105:15არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
105:16და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:15
- ზაქარია 2:8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია.
- შესაქმე 26:11უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.
- შესაქმე 20:7ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:27თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.
- შესაქმე 49:8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
- შესაქმე 49:33გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
- შესაქმე 48:19იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.
- შესაქმე 48:20აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში