
ფსალმუნი 105:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
ფსალმუნი 105:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:26 კონტექსტში
105:24და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
105:25შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
105:26გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
105:27დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
105:28მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:26
- გამოსვლა 3:10ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები.
- გამოსვლა 29:5აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
- გამოსვლა 29:46შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
- გამოსვლა 7:1უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება.
- გამოსვლა 28:29თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.
- გამოსვლა 28:38ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
- გამოსვლა 28:1მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
- გამოსვლა 28:2გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში