
ფსალმუნი 106:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
ფსალმუნი 106:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:12 კონტექსტში
106:10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
106:11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
106:12და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
106:13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
106:14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:12
- გამოსვლა 14:31იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
- გამოსვლა 15:21ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
- ლუკას სახარება 8:13კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
- იოანე 8:30ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
- იოანე 8:31და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში