გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 106:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 106:9

და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

ფსალმუნი 106:9 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 106:9 კონტექსტში

106:7ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.

106:8მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

106:9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

106:10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.

106:11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:9

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში