
ფსალმუნი 119:144 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
ფსალმუნი 119:144 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:144 კონტექსტში
119:142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
119:143განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
119:144სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
119:145მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:144
- დანიელი 12:10მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:23როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:25ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.
- ფსალმუნები 119:169მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენ წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
- იერემია 4:22ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:20ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:21შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში