
ფსალმუნი 122:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
ფსალმუნი 122:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 122:5 კონტექსტში
122:3იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
122:4რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
122:5რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
122:6ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
122:7იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 122:5
- მეორე სთვლისაება 17:8თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
- ნეშტთა შორისა ბ 19:8იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
- ნეშტთა შორისა ბ 11:22დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.
- მეორე სთვლისაება 17:18როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან.
- მეფეთა ბ 8:18ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 122
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 122 · გახსენი ბიბლიის მკითხველში