
ფსალმუნი 127:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
ფსალმუნი 127:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 127:4 კონტექსტში
127:2ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
127:3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
127:4როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
127:5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 127:4
- იგავესნი 17:6მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
- იგავესნი 31:28დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.
- იერემია 50:9რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
- ფსალმუნები 120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 127
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 127 · გახსენი ბიბლიის მკითხველში