გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 129

1გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.

2მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.

3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.

4უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.

5შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.

6იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.

7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.

8და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.

საქართველოს საპატრიარქო